Nokia Asha 201 - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები
დამცავი კოდი გეხმარებათ დაიცვათ ტელეფონი უნებართვო გამოყენებისგან.

შეგიძლიათ შექმნათ და შეცვალოთ კოდი და მოაწყოთ ტელეფონი ისე, რომ

მოითხოვოს კოდი. შეინახეთ კოდი საიდუმლოდ და ტელეფონის აპარატისგან

მოშორებით. თუ კოდი დაგავიწყდათ და ტელეფონი დაბლოკილია, ტელეფონი

მომსახურების ცენტრში უნდა მიიტანოთ. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი

საფასურის გადახდა და შესაძლებელია თქვენს ტელეფონში შენახული პირადი

მონაცემები წაიშალოს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Nokia

Care ცენტრს და ტელეფონის დილერს.
PIN კოდი, რომელიც ახლავს SIM ბარათს, მას იცავს უნებართვო გამოყენებისგან.

ზოგიერთი SIM ბარათით მიღებული PIN2 კოდი საჭიროა გარკვეული

მომსახურებების მისაღებად. თუ PIN ან PIN2 კოდს ზედიზედ სამჯერ შეიყვანთ

შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK ან PUK2 კოდს. თუ ისინი არ გაქვთ,

დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.
PIN მოდული საჭიროა თქვენი SIM ბარათის უსაფრთხოების მოდულში

ინფორმაციაზე წვდომისთვის. PIN ხელმოწერა შეიძლება საჭირო იყოს

ციფრული ხელმოწერისთვის. დაბლოკვის პაროლი მოითხოვება, როცა

გამოიყენება ზარის დაბლოკვის სერვისი.
წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების ფორმის

შესარჩევად აირჩიეთ

მენიუ

>

პარამეტრები

>

უსაფრთხოება

.