საზოგადოებების შესახებ
აირჩიეთ
მენიუ
>
საზოგადოებები
და შედით შესაბამის სოციალურ
სერვისებში.
"საზოგადოებების" პროგრამით შეგიძლიათ გაზარდოთ სოციალური ქსელების
გამოყენება. შესაძლოა, პროგრამა არ მუშაობდეს ყველა რეგიონში. როდესაც
შესული ხართ სოციალური ქსელების სერვისებში, როგორიცაა Facebook ან
Twitter, შეგიძლიათ შეასრულოთ შემდეგი:
•
ნახეთ თქვენი მეგობრების სტატუსის განახლებები
•
განათავსეთ საკუთარი განახლებული სტატუსი
•
მომენტალურად გააზიარეთ თქვენს მიერ კამერით გადაღებული სურათები
მხოლოდ იმ ფუნქციების გამოყენება შეგიძლიათ, რომელსაც ითვალისწინებს
სოციალური ქსელის სერვისი.
სოციალური ქსელების სერვისების გამოყენებისთვის საჭიროა ქსელის
მხარდაჭერა. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს დიდი რაოდენობის მონაცემთა
გადაცემა და შესაბამისი გადასახადი. მონაცემთა გადაცემის საფასურის
დასადგენად დაუკავშირდით თქვენს სერვისის პროვაიდერს.
სოციალური ქსელის სერვისები მესამე მხარის მომსახურებაა და მისი
მომწოდებელი არ არის Nokia. შეამოწმეთ თქვენს მიერ გამოყენებული
სოციალური ქსელის სერვისის კონფიდენციალურობის პარამეტრები, რადგან
შეიძლება ინფორმაციას უზიარებთ ხალხის დიდ ჯგუფს. სოციალური ქსელის
სერვისის გამოყენების პირობები ეხება სხვებისთვის ინფორმაციის გაზიარებას
ამ სერვისით. კარგად გაიცანით სერვისის გამოყენებისა და
კონფიდენციალურობის პირობები.
32
საზოგადოებების შესახებ