Nokia Asha 201 - ტრანსპორტი

background image

ტრანსპორტი
სატრანსპორტო საშუალებებში რადიოსიგნალებმა შეიძლება იმოქმედოს არასწორედ დამონტაჟებულ ან

არაადექვატურად დაცულ ელექტროსისტემებზე, როგორიცაა ძრავაში საწვავის შეფრქვევის ელექტრონული

სისტემები, ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე ელექტრონული სისტემები, სიჩქარის ელექტრონული

კონტროლისა და საჰაერო ბალიშების სისტემები. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ავტომობილის ან მისი

მოწყობილობის მწარმოებელს.

მხოლოდ კვალიფიცირებულმა პერსონალმა უნდა დაამონტაჟოს აპარატი მანქანაში. შესაძლოა, არასწორი

დაინსტალირება და მომსახურება სახიფათო იყოს და შეიძლება გავლენა მოახდინოს გარანტიაზე. ყოველთვის

შეამოწმეთ, რომ თქვენი უკაბელო მოწყობილობის აღჭურვილობა თქვენს მანქანაში თავის ადგილზეა და

გამართულად მუშაობს. არ შეინახოთ და არ გადაიტანოთ აალებადი სითხეები, გაზები, ან ასაფეთქებელი მასალები

იმავე განყოფილებით, სადაც მოთავსებულია მოწყობილობა, მისი ნაწილები ან აქსესუარები. გაითვალისწინეთ, რომ

საჰაერო ბალიშები დიდი ძალით იბერება. არ მოათავსოთ თქვენი აპარატი ან აქსესუარები საჰაერო ბალიშებთან

ახლოს.