SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება
მნიშვნელოვანია: ამ აპარატისთვის გამოიყენება მხოლოდ
სტანდარტული SIM ბარათი (იხ. ნახატი). არათავსებადი ბარათის გამოყენებით
შეიძლება დაზიანდეს როგორც მეხსიერების ბარათი ან აპარატი და დაზიანდეს
ბარათზე შენახული მონაცემები. გთხოვთ, მიმართოთ თქვენი მობილურის
ოპერატორს, mini-UICC ფორმატის მქონე SIM ბარათის გამოყენებასთან
დაკავშირებით.
ამ ტელეფონისთვის გამოიყენება BL-5J კვების ელემენტი. ყოველთვის
გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური კვების ელემენტები.
1 დაადეთ თითი ტელეფონის ქვემოთ სამაგრზე, ფრთხილად აწიეთ და
მოხსენით უკანა საფარი.
დასაწყისი
7
2 თუ კვების ელემენტი დევს, ამოსწიეთ იგი.
3 ამოსწიეთ SIM ბარათის დამჭერი მის გასათავისუფლებლად (1) და ამოიღეთ
იგი ფრჩხილით. დარწმუნდით, რომ SIM ბარათის ჩადების დროს მისი
კონტაქტებიანი ზედაპირი ქვემოთაა მიმართული (2), მოათავსეთ SIM
ბარათი მის დამჭერში და ჩაწიეთ დამჭერი (3). ჩააცურეთ ბარათის დამჭერი
და ჩაკეტეთ (4).
4 შეუსაბამეთ ერთმანეთს კვების ელემენტისა და მისი განყოფილების
კონტაქტების მდებარეობა და ჩასვით კვების ელემენტი. იმისათვის რომ
ისევ დაახუროთ უკანა ხუფი, ბოლოზე გამოშვერილი ჩამკეტები მიმართეთ
შესაბამისი ჭრილებისკენ და დააჭირეთ ხუფს, სანამ იგი ჩაიკეტება თავის
ადგილზე.