მასალის ასლის გადაწერა ტელეფონსა და კომპიუტერს შორის
ტელეფონსა და თავსებად კომპიუტერს შორის სურათებისა და სხვა მასალის
ასლის გადასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ USB მონაცემთა სადენი.
დაკავშირება
23
1 ტელეფონის კომპიუტერთან მისაერთებლად გამოიყენეთ USB მონაცემთა
სადენი.
2 აირჩიეთ რომელიმე რეჟიმი:
Nokia Suite — Nokia Suite დაინსტალირებულია თქვენს კომპიუტერში.
მედიის გადაცემა — Nokia Suite არ არის დაინსტალირებული თქვენს
კომპიუტერში. თუ გსურთ თქვენი ტელეფონი დააკავშიროთ სახლის
აუდიოვიდეო სისტემასთან ამ პრინტერთან, გამოიყენეთ ეს რეჟიმი.
შენახვის ადგილი — Nokia Suite არ არის დაინსტალირებული თქვენს
კომპიუტერში. ეს ტელეფონი კომპიუტერში ჩანს, როგორც პორტატული
მოწყობილობა. დარწმუნდით, რომ მეხსიერების ბარათი დევს. თუ გსურთ
დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი სხვა მოწყობილობებს, როგორიცაა
სახლის ან მანქანის სტერეო, გამოიყენეთ ეს რეჟიმი.
3 თუ გსურთ გადაწეროთ მასალის ასლი, გამოიყენეთ ფაილების მმართველი
კომპიუტერში.
თუ გსურთ გადაწეროთ კონტაქტების, მუსიკის ფაილების, ვიდეოების ან
სურათების ასლი, გამოიყენეთ Nokia Suite.